დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა რეისზე ავტომატური რეგისტრაციის სერვისი დაანონსა. 

ამ სერვისის მეშვეობით მგზავრები ავტომატურად დარეგისტრირდებიან რეისზე გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 50 საათით ადრე. რეისზე ავტომატური რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა ჯავშნისათვის. უბრალოდ, საჭირო იქნება აღნიშნული სერვისის დამატება თითოეული მგზავრისთვის და თითოეულ სეგმენტზე.

რეისზე ავტომატური რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩასხდომის ბარათებს ავტომატურად მიიღებთ (ჯავშნებისთვის 10 მგზავრამდე). თუ თქვენს ჯავშანში მითითებულია 10 მგზავრზე მეტი, რეისზე რეგისტრაციას ყველა გაივლის, თუმცა ჩასხდომის ბარათები ელფოსტით არ გამოგეგზავნებათ. თითოეულ მგზავრს დასჭირდება თავისი ჩასხდომის ბარათის მიღება wizzair.com-იდან.

„რეისზე ავტომატური რეგისტრაციის დამატება თავიდან აგაცილებთ ზედმეტ საზრუნავს გამგზავრებამდე რამდენიმე დღის თუ 48 საათის განმავლობაში, რადგან აღარ მოგიწევთ რეისზე მექანიკურად რეგისტრაცია. რეისზე რეგისტრაცია განხორციელდება ავტომატურად როგორც თქვენთვის, ისე იმავე ჯავშანში მითითებული სხვა მგზავრებისთვის, რომლებსაც შეძენილი აქვს რეისზე ავტომატური რეგისტრაციის სერვისი.

და რაც მთავარია, აღარც ჩასხდომის ბარათებზე მოგიწევთ ზრუნვა, რადგან ისინი ავტომატურად გამოგეგზავნებათ რეისზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.

რეისზე ავტომატური რეგისტრაციის სერვისი უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება Wizz Plus-ის პაკეტის მქონე მგზავრებისათვის. ხოლო სხვა სატარიფო გეგმის მქონე მგზავრებს აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს. სერვისის ღირებულება ბილეთზე 1,5 ევროთი განისაზღვრა.