ავღანეთში ავიაკომპანია Ariana Afghan Airlines-ის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ავღანეთს 1TV-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ავღანეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 83 მგზავრი იმყოფებოდა. 

როგორც იუწყებიან, შემთხვევა ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ღაზნის პროვინციაში მოხდა.

Tolo News-ის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია დაჯგუფება “თალიბანის” მიერ კონტროლდება.

დაღუპულების ან ზოგადად ავიაკატასტროფის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.