ავიაკომპანია Korean Air-ი All Nippon Airways-ის, HK Express-ისა და Qantas-ის მსგავსად საჰაერო ტურების მოწყობას იწყებს. აღნიშნულ სერვისს ავიაკომპანია მომხმარებელს უკვე 27 თებერვლიდან შესთავაზებს. Korean Air-ს მარეგულირებისგან შესაბამისი ნებართვა უკვე აქვს.
თუმცა განსხვავებით სხვა ავიაკომპანიებისგან Korean Air-ის “რეისი არსაით” იქნება საერთაშორისო. ექსკურსიის ფარგლებში თვითმფრინავი სამხრეთ კორეიდან აფრინდება გადაუფრენს იაპონიას და ისევ სამხრეთ კორეაში დაბრუნდება.
იდეა “რეისი არსაიდ” COVID-19-ის პანდემიის დროს გახდა აქტუალური. ადამიანებს, რომელთაც ფრენა მოენატრათ, მაგრამ დაწესებული რეგულაციები თუ სხვა მიზეზები ამის საშუალებას არ აძლევს, შესაძლებლობა აქვთ ასეთი სერვისით ისარგებლონ.