“შავი სიის” ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის დამალვისთვის ბრიტანეთმა შესაძლოა 10 წლიანი პატიმრობა დააწესოს. ასეთი მკაცრი სასჯელის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დაანონსა. ამ დროისათვის “შავ სიაში” შედიან სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის ბევრი ქვეყანა, ასევე პორტუგალია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

იმავდროულად, ყველა ამ 33 ქვეყნიდან ბრიტანეთში ჩასული მგზავრი, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს სპეციალურად გამოყოფილ საკარანტინე სასტუმროებში ცხოვრების საფასურის გადახდას. ასეთ სასტუმროში 10 დღიანი ცხოვრების ხარჯი კი 1750 გირვანქა სტერლინგამდეა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ უცხოელი ტურისტები, რომლებიც COVID-19-ის სავალდებულო ტესტს არ გაიკეთებენ 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.

გარდა ამისა, ვინც არ გაივლის კარანტინს მთავრობის მიერ დანიშნულ სასტუმროში, 5000-დან 10 000 სტერლინგამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.