ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპული ავიარეისების ხანგრძლივობა 30 წუთით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ Which? Travel-ის კვლევაშია საუბარი.

ექსპერტებმა მსხვილი ავიაკომპანიების 125 მარშრუტზე ფრენების ხანგრძლივობა გაანალიზეს და ის 2009 წლის მაჩვენებლებს შეადარეს. შედეგად დადგინდა, რომ არსებული რეისების 62%-ზე ფრენების ხანგრძლივობა გაიზარდა, მათ შორის მათ შორის British Airways-ის რეისების 87%-ზე, Ryanair-ის რეისების 82%-ზე, Virgin Atlantic-ის რეისების 75%-ზე და easyJet-ის რეისების 62%-ზე.

მაგალითისთვის, British Airways-ის ფრენების ხანგრძლივობა ჰიტროუს აეროპორტიდან ბანგკოკის მიმართულებით და ასევე სინგაპურისა და ნიუ-იორკის მიმართულებით 20 წუთით გახანგრძლივდა.

რაც შეეხება Virgin Atlantic-ის რეისებს ლონდონიდან ნიუ ჯერსის მიმართულებით, 35 წუთით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე 10 წლის უკან.

Which? Travel-ის რედაქტორის რორი ბალანდას განმარტებით, ავიაკომპანიების ფრენების ხანგრძლივობას ხელოვნურად ზრდიან, რათა რეისის დაგვიანების შემთხვევაში ფრენები დროულად განახორციელონ და კომპენსაციების გადახდა თავიდან აიცილონ.

„რეისებზე ხელოვნურად 10,20, 30 წუთის დამატებით, ავიაგადამზიდავს შეუძლია თქვას, რომ პუნქტუალურობას აუმჯობესებს. თუმცა ბოლო კვლევები უჩვენებს, რომ ეს სქემა არ მუშაობს“, აცხადებს ის.

თავად ავიაკომპანიები ირწმუნებიან, რომ რეისებს დაბალი სიჩქარით ახორციელებენ, რათა ამ გზით საწვავის ხარჯები შეამცირონ. იმავდროულად საფრენი აპარატები დღეს უფრო დატვირთულია, ვიდრე ის 10 წლის წინ იყო.