საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) Airplane Technics-ის ადგილობრივი წარმომადგენლები დაუშვა, რათა Bell 505-ის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება განახორციელონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ato.ru ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მისი პირველი კლიენტი ქართული ავიაკომპანია „ავიატორი“ იქნება. საუბარია ავიაგადამზიდავზე, რომელიც Adjara Group Hospitality-ის მიერაა დაფუძნებული. თავად „ავიატორმა“ კი ექსპლუატანტის სერთიფიკატი 2016 წლის ბოლოს მიიღო.

Airplane Technics-ის ძირითადი სიმძლავრეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია განლაგებული. GCAA-ს სერთიფიკატი კომპანიას საშუალებას აძლევს ასევე, რომ მოემსახუროს როგორც Boeing 737 CL / NG და ВС, ასევე Airbus A320-ს.

გარდა ამისა, ქართულ პროვაიდერს გააჩნია ასევე ქუვეითის და ევროპის საავიაციო უსაფრთხიების სააგენტოს სერთიფიკატები.

ცნობილია, რომ Airplane Technics-ის მომსახურებით ახლო აღმოსავლეთიდან მიმდინარე წელს უკვე სარგებლობს ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ი.