დუბაის საერთაშორისო აეროპორტის გამო წუხელ ბევრი რეისი გადაიდო. წყალდიდობის გამო გაუქმდა დუბაი-თბილისის ავიარეისიც, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-ს უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო 04:45 საათზე უნდა დაშვებულიყო.
განრიგის მიხედვით flydubai-ს შემდეგი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14:25 საათზე უნდა დაეშვას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერმა წვიმამ დუბაიში წყალდიდობა გამოიწვია. წყლით დაიფარა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკები დაფარა.