Austrian Airlines B777, Paine Field WA USA

ავიაკომპანია Austrian Airlines-ის თვითმფრინავი 15 აპრილს ვენაში, გაფრენის აეროპორტში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მის ბორტს მეხი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული ტელეარხი Puls24 ავრცელებს.

დაზუსტებულია, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი 15 აპრილის შუადღისას ვენის აეროპორტიდან ბრიუსელის მიმართულებით აფრინდა, ბორტზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარკარასი იმყოფებოდა.

აფრენიდან რამდენიმე წუთში Austrian Airlines-ის თვითმფრინავს მეხი დაეცა და უსაფრთხოების მიზეზების გამო თვითმფრინავი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ვენის აეროპორტში.

თუმცა ბელგიაში მიმავალი მგზავრები იმავე დღეს სხვა თვითმფრინავით ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე.

ამავე ავიაკომპანიის მეორე თვითმფრინავი 15 აპრილს 18:00 საათის შემდეგ ნეაპოლისკენ აფრინდა, მაგრამ მას ასევე მეხი დაეცა უნგრეთის ქალაქ ედენბურგთან. შედეგად, თვითმფრინავის მგზავრების დანიშნულების ადგილზე ჩაყვანა 16 აპრილს მოხდა.