ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რეგულარულ ფრენების შეზღუდვას ეპიდემიოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების მცდელობით ხსნის.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რეგულარული ფრენების აკრძალვის დროებით გახანგრძლივებაზე. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული. რას ნიშნავდა რეგულარული ფრენების დაშვება?! შარშან, ჩვენ ამ დროს, კვირაში გვქონდა 600 რეგულარული ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ, რომ დაგვეშვა ახლა რეგულარული ფრენები, თუნდაც იმ ვარაუდით, რომ 1/3 ფრენა მაინც გვქონოდა, 200 ფრენა კვირაში, ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით”, განაცხადა ნათია თურნავამ.