რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი საქართველოს მიმართულებით პირველ რეგულარულ ფრენას 2 ივლისს განახორციელებს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველო 1-ელ ივლისამდე რეგულარული ფრენებისთვის დახურულია.
LOT Polish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში – LOT Travel LTD – Georgia-ში განმარტავენ, ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირველი რეისს 2 ივლისს შეასრულებს და 14 ივლისამდე კვირაში სამი სიხშირით იფრენს.
“ძვირფასო მეგობრებო,
LOT პოლონეთის ავიახაზები ბრუნდება სასიამოვნო სიახლით!
✈️1 ივლისიდან ეტაპობრივად აღდგება საერთაშორისო ფრენები ევროპის შერჩეული ქალაქების მიმართულებით!
✈️საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება 2 ივლისს და 14 ივლისამდე კვირაში სამი რეისი იქნება
✈️მოთხოვნიდან გამომდინარე ფრენების სიხშირე გაიზრდება და 14 ივლისიდან გაფართოვდება ამ ქალაქების სია.
Georogia • Austria • Belgium • Bulgaria • Croatia • Czech Republic • Germany • Greece • Hungary • Lithuania • Montenegro • Netherlands • Norway • Romania • Spain • Ukraine
ველოდებით დამატებით ინფორმაციას საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით”, აღნიშნულია LOT Travel LTD – Georgia-ს განცხადებაში.