თურქეთში ჩასულ უცხოელ ტურისტებს, ქვეყნის აეროპორტებში თემოსქრინინგის შემდეგ, თუ 37.8°-ზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირებათ COVID-19-ზე ტესტს ჩაუტარებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ukrinform-თან თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტმა ფირუზ ბაგლიკაიამ გააკეთა. 

“ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ ტურისტებს სხეულის ტემპერატურას შეუმოწმებენ. თუ კი ვინმეს 37.8°-ზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ან COVID-19-თვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, მაშინ ტესტირება ჩაუტარდება. თუ კი ტესტის პასუხი დადებითი იქნება, მგზავრი თუ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას უკან გააბრუნებენ, ან დარჩება ქვეყანაში და თურქეთში გაივლის მკურნალობის კურსს”,- განაცხადა ბაგლიკაიამ. 

მისივე განმარტებით, СOVID-19-ის ინფექციის დადასტურების შემთხვევაში უცხოელი ტურისტებისათვის მკურნალობა უფასო იქნება.

“ჩამოსული ტურისტები უკვე დაზღვეულნი არიან საკუთარ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების მკურნალობის კურსი უფასო იქნება”, აღნიშნა  ბაგლიკაიამ.