Ryanair-ის ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ ბოლო ფინანსურ წელს 975,000 ევრო გამოიმუშავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირლანდიური გადამზიდველის ხელფასი ხელფასი პანდემიამდელ დონემდე აღდგა, როდესაც ო’ლირი ნებაყოფლობით საკუთარი ხელფასი დათმო და მასზე უარი თქვა. Ryanair-ის დირექტორმა აღნიშნული თანხა მიიღო როგორც საბაზისო ხელფასის, ასევე პრემიების სახით.
გასულ წელს Ryanair-ის ხელმძღვანელმა მისი საბაზისო ხელფასის მხოლოდ 74 პროცენტი გამოიმუშავა. ორი წლის განმავლობაში ო’ლირის არ მიუღია პრემია და იღებდა საბაზო ხელფასს 250 000 ევრო იყოს.
ახლა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიში აჩვენებს, რომ ო’ლირის ხელფასი დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს. ბოლო 12 ფინანსური თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ აღადგინა დირექტორისა და დამფუძნებლის ბონუსი 475 ევროს ოდენობით. 2020 წლის პანდემიის დაწყებისას მაიკლ ო’ლირი იძულებული გახდა დაეტოვებინა 500 000 ევროს საბაზისო ხელფასის ნახევარი.
აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის შემოსავალი თითქმის სამჯერ გაიზარდა და 4,8 მილიარდ ევროს მიაღწია.