ვაკანსია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. სააგენტო ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირების და ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს, სადავ განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 31 მარტია.
ფუნქციები:
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა/შეთანხმების პროცესების წარმოება;
სპეციალური დაშვებების და საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების პროცესის წარმართვა/ზედამხედველობა და სხვა.
შერჩეული კანდიდატს, რომელიც მოცემულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილებას დააგროვებს და დააკმაყოფილებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო მომზადების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიენიჭება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მოწმობა შესაბამისი უფლებამოსილებით (დაშვებით).
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ინსპექტორის (OPS) რანგში, კანდიდატს დამატებით დაეკისრება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
საბაზო ობიექტების (საქართველოში, საზღვარგარეთ) ინსპექტირების წარმართვა, რომელიც მოიცავს ავიასაწარმოს საბაზო ობიექტის სხვადასხვა მიმართულებებით ინსპექტირებას;
ავიაკომპანიაზე მუდმივი ზედამხედველობა და დადგენილი მოთხოვნების დარღვევების თავიდან ასაცილებელად პრევენციული ღონისძიებების გატარება;
კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვის პროცესში მონაწილეობა;
კომპეტენციის ფარგლებში, აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების (მათ შორის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების (RAMP) პროცესებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება საინჟინრო ან საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალიზაციით;