დასაქმდი ბათუმის აეროპორტში – აეროპორტში მუშაობით დაინტერესებული პირებისთვის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“, თბილისის შემდეგ, დასაქმების ფორუმი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართა.
🔷ღია კარის დღეზე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და პირადად გასაუბრებოდნენ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს.
✅„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.