„საქართველოს საჰაერო კოდექსში“ მორიგი ცვლილები შედის. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოქმედი კოდექსი, რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 1996 წელს, რიგ შემთხვევებში ვერ ასახავს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც აქტუალურია ავიაციისა თუ სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებების განვითარების, აგრეთვე კანონმდებლობის ცვლილებების გამო. ამდენად, კოდექსის მიახლოება თანამედროვე სტანდარტებთან მუდმივი და განგრძობადიპროცესია.
„მოქმედი კოდექსი განსაზღვრავს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებებს, რაც უზრუნველყოფს საავიაციო საქმიანობის ეფექტიან და სრულყოფილ ინსპექტირებას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ფრენების უსაფრთხოებას. კანონის მოქმედი რედაქცია აყალიბებს უფლებამოსილებებს, რაც ინსპექტორს საფუძველს აძლევს, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, და ა.შ. თუმცა ინსპექტორს ამჟამად არ გააჩნია უფლებამოსილება, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი შეამოწმოს ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, რაც ქნის გარკვეულწილად ფრენის უსაფრთხოების რისკს. ამდენად, კანონს ემატება ინსპექტორის უფლებამოსილება, ეკიპაჟის წევრს ჩაუტაროს ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება. კერძოდ, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემოწმებით (ტესტირება), სპეციალური ხელსაწყოს (ალკოტესტის აპარატის) მეშვეობით. ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას, ხოლო ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუმცა ეკიპაჟის წევრი, თუ მას დაუფიქსირდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, უფლებამოსილია განმეორებით (15-დან 30 წუთის განმავლობაში პირველი ტესტირებიდან) მოსთხოვოს
ინსპექტორს შემოწმება. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი თავს არიდებს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას ან ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება ტესტირების შედეგებს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტაროს ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში“, – აღნიშნულია „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების ზედამხედველობის პროცესი და განხორციელდება რიგი რედაქციული ცვლილებები კოდექსიდან მოძველებული ნორმების ამოღების თუ ცვლილების გზით.
კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება ფრენის უსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფილი იქნება ინსპექტირების პროცესის დახვეწით, კერძოდ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-სინსპექტორს მიენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება ალკოჰოლურ სიმთვრალეზე. ამასთან, კანონში შევა რიგი რედაქციული ცვლილებები, რაც უზრუნველყოფილი იქნება მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებით ან ცვლილებების შეტანით თანამედროვე მოთხოვნებთან კოდექსის ადაპტირების მიზნით.
„კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში და ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ: „ზემსუბუქისაჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი, (გარდა EASA-ს მიერ სერტიფიცირებული საფრენი აპარატისა), რომელშიც არის არაუმეტეს 2 სავარძლისა და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს და რომლის კლასიფიცირებას და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.“. შესაბამისად, ახალი რედაქციით აღნიშნულ ტერმინს ემატება ბოლო წინადადება, რომელიც სააგენტოს მიანიჭებს უფლებამოსილებას, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითებული“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ასევე, კოდექსის 81 მუხლს ემატება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილება, ეკიპაჟის წევრს ჩაუტაროს ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება. კერძოდ, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემოწმებით (ტესტირება), სპეციალური ხელსაწყოს (ალკოტესტის აპარატის) მეშვეობით, ფრენის დაწყების წინ. ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას, ხოლო ალკოტესტის აპარატზე სისხლში ეთანოლის 0,2–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუმცა ეკიპაჟის წევრი, თუ მას დაუფიქსირდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, უფლებამოსილია განმეორებით (15-დან 30 წუთის განმავლობაში პირველი ტესტირებიდან) მოსთხოვოს ინსპექტორს შემოწმება. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი თავს არიდებს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას ან ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება ტესტირების შედეგებს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტაროს ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში
წარმოდგენილი ცვლილების შემდგომ, ზემსუბუქი საჰაეროხომელადების რეგისტრაცია ერთან საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ განხორციელდება, თუმცა მოხდება მათი აღრიცხვა ცალკე რეესტრში (რაც მსგავსი პროცედურაა, მხოლოდ რეესტრები გაიმიჯნა) რაც შეეხება საფასურს, ამ კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის რეგისტრაციის საფასური არც მანამდე იყო დადგენილი. შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით ფინანსურ გავლენას კანონპროექტი რეგისტრაციის განმახორციელებელ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე არ იქონიებს.
კანონპროექტის მიღება იწვევს გავლენას შესაბამის საექსპერტო დაწესებულებების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ეკიპაჟის მიმართვიანობის გაზრდის შესაბამისად, გაიზრდება მათ მიერ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინსპექტორის მიერ შემოწმებისთვის შემთხვევაში გადახდილი თანხები.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ სანქციებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმებისთვის, შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით, კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-სინსპექტორის მიერ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე გადამოწმების განხორციელებისთვის, გადამზადება ჩაუტარდება სააგენტოს იმ ინსპექტორებს, რომლებიც უშუალოდ ამოწმებს ეკიპაჟის წევრს საჰაერო ხომალდის ბაქანზე, ასეთ ინსპექტორი არის 3 ერთეული, რომლებიც გაივლიან შესაბამის სწავლებას. სწავლების სავარაუდო ხარჯი ჯამში შეადგენს საშუალოდ 3000 ლარს, რაც განხორციელდება მიმდინარე წლის განმავლობაში. შესაბამისად, კანონის მიღება გავლენას იქონიებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ამასთან, რაც შეეხება ალკოტესტის ხელსაწყოს ხარჯს, ერთი ერთეულს ფასი შეადგენს საშუალოდ 2700 ლარს, ამასთან აღნიშნული მოწყობილობა გამოყენებული იქნება წლიურად არაუმეტეს 10 ერთეული.
ასევე, კანონპროექტის მიღება იქონიებს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონი მხოლოდ წონის საფუძველზე მიიჩნევს 600 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე საჰაერო ხომალდს ზემსუბუქ საჰაერო ხომალდად (მიუხედავად იმისა, სერტიფიცირებული იყო თუ არა იგი), ვინაიდან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ზუსტდება და კონკრეტდება, რომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კატეგორიაში არ ექცევა სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდი, აღნიშნული საჰაერო ხომალდების მფლობელი პირები ერთმნიშვნელოვნად თავისუფლდებიან სერტიფიცირების საფასურისგან,
რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთვის (EASA). ამასთან, დამატებით ტექნიკური მახასიათებლები ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ განისაზღვრება სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ნორმატიული აქტით.
ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების შემდგომ, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია ერთან საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ განხორციელდება, თუმცა მოხდება მათი აღრიცხვა ცალკე რეესტრში (რაც მსგავსი პროცედურაა, მხოლოდ რეესტრები გაიმიჯნა) რაც შეეხება საფასურს, ამ კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის რეგისტრაციის საფასური არც მანამდე იყო დადგენილი. შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით ფინანსურ გავლენას კანონპროექტი პირებზე არ იქონიებს.
გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ეკიპაჟის წევრი უფლებამოსილია, სააგენტოს ინსპექტორის მიერ განხორციელებული ალკოჰოლური შემოწმების შედეგები გაასაჩივროს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში. შესაბამისად, კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას დაინტერესებულ ეკიპაჟის წევრზე, რომელიც დამატებით მიმართავს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას (როგორც სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სამართლის სუბიექტი) ამჯერად სააგენტოს ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგების გადასამოწმებლად (რამდენადაც, ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლზე შემოწმებას ამჟამად მხოლოდ ავიაკომპანიები ახორციელებენ, ცვლილების შემდგომ, ავიაკომპანიაც დარჩება უფლებამოსილი აღნიშნულ შემოწმებაზე და სააგენტოც) და გადაიხდის შესაბამის საფასურს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ სანქციებს ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმებისთვის, შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით, კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს პირთა ფინანსურ შედეგებზე. პირის სისხლში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის, ან მის მიერ შემოწმებაზე თვის არიდების შემთხვევაში მოხდება ერთჯერად აღნიშნული პირის რეისიდან ჩამოშორება.
აგრეთვე, ხორციელდება კანონიდან 291 მუხლის ამოღება, რომელიც ადგენს მოთხოვნას ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმების ტარების შესახებ. ვინაიდან მითითებული ნორმა არის მოძველებული და არ ასახავს რეალობას და აღნიშნული დგინდება უშუალოდ ავიაკომპანიის/საწარმოს მიერ, ამასთან ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის პერსონალი სპეციალურ ფორმას არ ატარებს, ხდება მისი ამოღება. სწორედ ამ მიზეზით აღნიშნული ცვლილება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს შესაბამის პირთა მიმართ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დღეისთვის უკვე მოძველებული ნორმების 62-ე-64-ე და 68-ე მუხლების ამოღებას, ვინაიდან, სახელშეკრულებო ურთიერთობები წესრიგდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამდენად, ამ ნორმების შინაარსი არ შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას. ამასთან, იმის გათვალიწინებით, რომ ხსენებული ნომრები პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა და მათი ამოღება განპირობებულია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ იქონიებს გავლენას პირთა ფინანსურ შედეგებზე.