თურქეთი COVID-19-ის პრევენციის მიზნით სასტუმროების სტუმრებისთვის გარკვეულ წესებს აკანონებს. ირკვევა, რომ სასტუმროს დატვირთულობა 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს და სასტუმროში შესვლისას სტუმარს აუცილებლად სიცხეს გაუზომავენ და დაურიგებენ ნიღაბს. სასტუმროს მფლობელები ვალდებულნი არიან ასევე, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე შექმნან საკარანტინე ზონა იმ სტუმრებისთვის, რომელთაც COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდებათ.
Daily Sabah-ის ინფორმაციით, სასტუმროში იმ ინფრასტრუქტურის დეზინფექცია ინტენსიურად მოხდება, რასთანაც სტუმარს აქვს შეხება. ხოლო სტუმრის მიერ სასტუმრო ნომრის დატოვების შემდეგ, 12 საათის განმავლობაში აღნიშნული ნომერი ცარიელი უნდა იყოს და იქ ახალი სტუმრის შესახლება არ უნდა მოხდეს.
სასადილო დარბაზში კი საკვები დაიფარება დამცავი შუშის პანელით, რათა სტუმრის ხველების შემთხვევაში ინფექცია საკვებ პროდუქტზე არ მოხვდეს. მაგიდებს შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია, ანუ მაგიდებს შორის დაშორება მინიმუმ 1,5 მეტრი იქნება. ასევე სასადილო დარბაზებიდან, დროებით გაქრება, ყავისა და ჩაის აპარატები, ასევე წვენის ჩამოსასხმელი მოწყობილობები.
პლაჟებზე და საცურაო აუზებზე ტურისტები ვალდებულნი ხდებიან ასევე, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია. ხოლო აუზებში ქლორის დონეზე გარკვეულ მაჩვენებელზე იქნება შენარჩუნდება. სპა-ცენტრები და ფიტნეს დარბაზები მიმდინარე ტურისტულ სეზონზე არ იფუნქციონირებენ.