ჰონკონგის აეროპორტის დეზინფექციას რობოტები განახორციელებენ. რობოტები თავის საქმიანობას და COVID-19-თან ბრძოლას მოახდენენ როგორც ტერმინალებში, ასევე აეროპორტის სველ წერტილებში. მათ ასევე შეუძლიათ ჰაერის სისუფთავეზეც იზრუნონ. აეროპორტის ოპერატორ კომპანია Airport Authority Hong Kong-ში განმარტავენ, რომ რობოტს ოთახის დეზინფექცია და დასუფთავება 10 წუთში შეუძლია. 

აეროპორტმა ანტიმიკრობული საიზოლაციო მასალის გამოყენებით საპილოტე პროექტი დაიწყო, რომლითაც ასუფთავებს იმ ინფრასტრუქტურას, რასაც მგზავრი ხშირად ეხება.