კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.
კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი, ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.
- საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.
- თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:
- პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;
- დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ).
- პროცედურები:
- თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;
- შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
- საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ შესაძლებელი არ არის.
- აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
- პირი ვალდებული არის იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში საზღვრის კვეთიდან 14 დღის განმავლობაში.
- საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ პირს უტარდება PCR კვლევა.
სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო.
- საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი არის სავალდებულო, რადგან სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი.
გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.
საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.
- საქართველოს აეროპორტში ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება შესაძლებელი არის.
? სრული ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული: e.gov.ge/lfYuT