ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის აგვისტოში დაგეგმილი ჩარტერული ავიარეისების განრიგს ბერლინისა და პარიზის მიმართულება დაემატა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისი 4 აგვისტოს, ხოლო თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე კი 7 აგვისტოს განხორციელდება. 

შესაბამისად, Georgian Airways-ის აგვისტოს განრიგი ასე გამოიყურება: 

1 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
2 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
3 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

4 აგვისტო, თბილისი – პარიზი – თბილისი;

7 აგვისტო, თბილისი – ბერლინი – თბილისი;

8 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
9 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
10 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
15 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
17 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
22 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
23 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
29 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
31 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.