ავიაკომპანიები აგრძელებენ შენგენის ვიზის მქონე რუსეთიდან მგზავრების ჩასხდომაზე უარის თქმას. კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა იყო ავიაკომპანია Eurowings-ის ფრენაზე. აღნიშნულ ფაქტზე თბილისიდან დიუსელდორფის მიმართულებით ფრენის EW9151 რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა FlightMode-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მგზავრები რეგისტრაციის სივრცეში არ დაუშვეს.
“მათ აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ გერმანიაში არ შემიშვებდნენ, რომ მე გრძელი გადაჯდომა მიწევს და შენგენის ვიზა არ გაჭრის”, – იტყობინება ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.
მან ასევე დასძინა, რომ ავიაკომპანია არ გასცემს რაიმე დამადასტურებელ დოკუმენტს რეისზე არ დაშვების შესახებ. ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ფინურმა ავიაკომპანიამ Finnair-მა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება არ დაეშვა რამდენიმე მგზავრი რეისზე, ხოლო სხვა გერმანულმა გადამზიდავმა Lufthansa-მ უარი თქვა მოგზაურებზე რუსეთიდან ფრანკფურტის გავლით ტრანზიტულად გადაყვანაზე.