The under belly of a Commercial Jet Airliner coming in to land at Sky Harbor International Airport Phoenix Arizona USA

ჩინური მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოდან ჩინეთში საჰაერო გზით მიმავალმა ყველა ჩინელმა და უცხოელმა მგზავრმა, გამგზავრებამდე  არაუგვიანეს 48 საათისა უნდა აიღოს ნუკლეინმჟავასა და IgM ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტები (იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საქართველოში ახდენენ ამ სახის ტესტების ჩატარებას და რომელთა მიერ გაცემული ცნობები აღიარებულია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ, მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ). ამის შემდგომ მათ საქართველოში ჩინეთის საელჩოს უნდა მიმართონ „ჯანმრთელობის მწვანე  ცნობის/კოდის“ ასაღებად ნიშნით “HS” ან ჯანმრთელობის დეკლარაციის ასაღებად, რომელშიც დაფიქსირებული იქნება ტესტების უარყოფითი შედეგები.

საქართველოდან ჩინეთში ტრანზიტული გზით მიმავალმა მგზავრებმა,  ნუკლეინმჟავას და IgM ანტისხეულებზე ტესტი უნდა აიღონ საქართველოში, ტრანზიტულ ქვეყანაში გამგზავრებამდე არაუგვიანეს 48 საათისა. ამის შემდგომ მათ ორივე ტესტი თავიდან უნდა აიღონ უკვე ტრანზიტულ ქვეყანაში, უშუალოდ ჩინეთში გამგზავრებამდე  არაუგვიანეს 48 საათისა. ტესტები უნდა აღებულ იქნას, ტრანზიტის ქვეყანაში მოქმედი ჩინეთის საელჩოს მიერ აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

ნუკლეინმჟავას და IgM ანტისხეულებზე უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი ცნობის სკანირებული ასლი, პასპორტის სკანირებული ასლი და ხელმოწერილი ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმა, ელექტრონულად უნდა გაეგზავნოს, როგორც საქართველოში, ასევე ტრანზიტის ქვეყანაში აკრედიტებულ ჩინეთის საელჩოს/საკონსულო დაწესებულებას, რის შემდგომაც ორივე ქვეყანაში მოქმედი ჩინეთის საელჩო/საკონსულო დაწესებულება განიხილავს საკითხს, გადაამოწმებს მიწოდებულ ინფორმაციას და დაინტერესებულ პირს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნის ბეჭდით დამოწმებულ ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმას. მგზავრებს ეძლევათ რეკომენდაცია, აღნიშნული ფორმა აეროპორტში წარადგინონ ამობეჭდილი სახით. მათ, მოქმედების ვადის მქონე ფორმა, ჩასხდომამდე უნდა წარუდგინონ იმ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩინეთის მიმართულებით ასრულებენ პირდაპირ ფრენას.

პირმა, რომელიც ჩინეთში მიემგზავრება მაკავშირებელი/ტრანზიტული ავიარეისით, საჭიროა გამგზავრებამდე გადაამოწმოს ტრანზიტის ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები.