შვეიცარიის ქალაქ ბერნის მოსახლეობა საკუთარი ავიაკომპანია შექმნა. მოსახლეობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც SWISS-მა, Edelwais-მა და Helvetica-მ ბერნის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებაზე უარი განაცხადა.
ამ ფონზე მოსახლეობამ გამოსავალი იპოვა და ერთობლივი ძალებით ავიაკომპანია FlyBAIR-ი დააფუძნეს. FlyBAIR-ის ჩამოსაყალიბებლად მოსახლეობა 1400 ინვესტორი მოიძია და ასე შეაგროვეს €2,4 მლნ.
ამ დროისათვის FlyBAIR-ს საკუთარი თვითმფრინავი არ ყავს, მაგრამ ავიაკომპანია Helvetic Airways-გან უკვე იქირავა Embraer E190. ამ დროისათვის FlyBAIR-ი მხოლოდ 4 მიმართულებით ოპერირებს, ესენია: მაიორკა, სარდინია, მენორკა და ესპანეთი. სამომავლოდ დაგეგმილია ავიარეისების დაწყება საბერძნეთის მიმართულებით.
FlyBAIR-ს ბილეთების შეძენა კი ავიაკომპანიის საიტზეა შესაძლებელი.