5 თებერვლის ინციდენტის შემდეგ თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის პილოტი დააკავეს. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი, რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. შედეგად თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა. დაიღუპა 3 მგზავრი.

პილოტის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. 

”დაპატიმრება განხორციელდა მუხლი “ერთი ან ერთზე მეტი პირის გარდაცვალება ან დაზიანება”, – განმარტავენ სამართალდამცავები.

თურქული მედიის ინფორმაციით, სასამართლოში საჰაერო ხომალდის კაპიტანმა განაცხადა, რომ იალოვის რაიონში, სტამბოლის მახლობლად, როდესაც თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა მას მეხი დაეცა.

ირკვევა, რომ დაშვების დროს ქარის ძალა 14 კვანძი იყო, რომლიც 15 კვანძს უახლოვდებოდა. “მე განვახორციელე უსაფრთხო დაჯდომა. ის არ იყო ხისტი”, ციტირებს პილოტს გამოცემა Turizm Güncel-ი, რომელიც მიიჩნევს, რომ დასაფრენი ბილიკი სათანადოდ არ იყო დასუფთავებული წყლიდან.

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამ ინციდენტის გამო, აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა და თვითმფრინავები სტამბოლის ახალ აეროპორტში გადაამისამართა.

2020 წლის იანვარში სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი დროებით დაიხურა და ავიარეისებს არ აღარ ემსახურებოდა. მიზეზი კი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის მოცურება გახდა. ავიაკომპანია ფრენას შარჯა-სტამბოლის ხაზზე ასრულებდა.

2018 წლის იანვარში კი Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში საფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ლამის ზღვაში ჩავარდა.​ანკარა-ტრაპიზონის რეისით მიმავალი Boeing 737-800-მა 13 იანვარს გვიან ღამით აეროპორტში დაშვება განახორციელა და მოტრიალება დაიწყო. თუმცა მანევრის დროს მოხდა რაღაც შეფერხება, თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და თითქმის ზღვაში გადავარდა.