ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია Air France 167 მიმართულებით იფრენს, – ამის შესახებ ინფორმაციას APG Georgia ავრცელებს.
APG Georgia-ს ცნობით, ზამთრის სეზონზე Air France იფრენს 167 მიმართულებით 79 ქვეყნაში: 84 შორ მანძლიან და 83 საშუალო მანძილიან მიმართულებაზე. Paris-CDG-ის აეროპორტიდან შესრულდება ფრენები 2 ახალი მიმართულებით – Raleigh-Durham (RDU) აშშ-ში და Abu Dhabi (AUH) არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
Raleigh-Durham (RDU) იქნება 14-ე მიმართულება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც Air France შეასრულებს ფრენებს კვირაში სამჯერ Boeing 787-9-ით. Air France ასევე შეასრულებს ფრენებს Abu Dhabi (AUH)- ის მიმართულებით ყოველდღე Airbus A350-900, Etihad Airways-თან თანამშრომბლობით.
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში Air France იფრენს ახალი მიმართულებით Pointe-à-Pitre-სა (PTP) და Sint Maarten-ს (SXM) შორის. ფრენები შესრულდება ყოველკვირა რეისით, Airbus A320-ით. ოტავას (YOW), დარ-ეს-სალამის (DAR) და კრაკოვის (KRK) მიმართულებით ფრენები შესრულდება ზამთრის სეზონზეც.
Air France ასევე განაგრძობს ფრენებს აზიის ქვეყნების მიმართულებით. გარდა ამისა, ჩინეთიდან და იაპონიიდან შესრულებული ფრენების სიხშირე 60%-ით მეტი იქნება, ვიდრე 2022/2023 წლის ზამთარში.