ახალი ზელანდიის ეროვნულმა ავიაკომპანია Air New Zealand-მა გრძელმაგისტრალური ფრენებისთვის ახალი პროდუქტების სპექტრი წარმოადგინა. კომპანია მზად არის გახდეს პირველი ავიაკომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებს. სიახლე მოიცავს Boeing 787-ის ბორტზე ძილის მოდულებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ეკონომ კლასის მგზავრებისთვის, წინასწარი ჯავშნების საფუძველზე.
B-787-ის სალონებში ასევე დამონტაჟდება ახალი პრემიუმ კლასის სავარძლები. მაგრამ სენსაცია მაინც საძილე მოდულებია, რომლებსაც ავიაკომპანია კოსმოსური სადგურების განყოფილებების ანალოგიით „პოდებს“ უწოდებს. აღნიშნული კონცეფცია პირველად 2020 წელს გახდა ცნობილი, მაგრამ მაშინ გადამზიდავი მხოლოდ განიხილავდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობას. ახლა კი Air New Zealand მზად არის გახდეს პირველი ავიაკომპანია, რომელიც შესთავაზებს თავის მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტს.