კვლევითმა კომპანია OnePoll-მა 2 ათასი ადამიანი გამოკითხა რათა დაედგინა, თუ რა დროს უთმობს ადამიანი მომავალ მოგზაურობაზე ოცნებას. კვლევის მიხედვით გამოირკვა, რომ გამოკითხულთა 82%-ი ოცნებაში საკმაოდ დიდი დროს ხარჯავდა. რეალურად მათ მომავალ მოგზაურობაზე ოცნებაში წლის განმავლობაში საშუალოდ 200 საათი, ან მაქსიმუმ 24 სამუშაო დღე “დახარჯეს”. ტურისტი თვეში საშუალოდ 37 წუთს ხარჯავს სპეციალური ვებ-გვერდების შესწავლასა და მათგან სათანადო, სამოგზაურო ინფორმაციის მოძიებაში. მათგან 48%-ი ამას ჭამის დროს აკეთებს. გამოკითხულთა 65%-ი აღიარებს იმას, რომ სხვადასხვა ტურისტულ საიტებს და შეთავაზებებს ათვალიერებს მაშინაც კი როდესაც მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსები და არც შანსი არ გააჩნია.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ გამოკითხულთა 3/4 საიტებს სამომავლო მოგზაურობის დასაგეგმად შესაბამის საიტებს ხშირად ათვალიერებს და კითხულობს გამოხმაურებებს. მათი უმეტესობა კი სხვათა გამოცდილებას ენდობა და გამოხმაურების საფუძველზე გეგმავს ამა თუ იმ ობიექტის მონახულებას.
მეგობრებისა და ოჯახის წევრების რჩევას გამოკითხული 10 ადამიანიდან 7 ენდობა.
გამოკითხვამ გამოავლინა სხვა საინტერესო ფაქტებიც. კერძოდ, გამოკითხულთა 73%-ს ავიწყდება მოგზაურობის რომელიმე ნაწილის დაჯავშნა.
გამოკითხულთა 62%-ი აღიარებს, რომ ყველაზე რული შესაბამისი ავიაბილეთის მოძიებაა.