ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პანდემიამდე არებული საჰაერო მიმართულებების 72%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 3 ავიაკომპანია 12 ქვეყნის 21 მიმართულებით;
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 80%-ი (55-60 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%-ი.