სებ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტურიზმის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება. კობა გვენეტაძის განმარტებით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებზე გასვლას და მის გადასწრებას წლები სჭირდება. 

„ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგანაც ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება გლობალურად პანდემია და რამდენად წარმატებულად მოხდება მისი დაძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს, რაც პირველი რიგის დაცვაა და აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლისათვის, სირთულეები მაინც რჩება. აქედან გამომდინარე ეს აუცილებლად კვალს დაამჩნევს ტურიზმის აღდგენას“, – განაცხადა გვენეტაძემ.