ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.
ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისი წინა წელთან შედარებით 41.6 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. პირველ ადგილზე რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდის აეროპორტია (+72.1%).
იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%).
დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).
მთავარი აეროპორტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა