დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამფრენ მგზავრებს, საქართველოში პირველი ე.წ. Walk-through კონცეფციის Duty free-ით სარგებლობა შეეძლებათ, სადაც  სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty free-ს საინვესტიციო ღირებულება მილიონი ევროა.

„მოხარულები ვართ, რომ ATU Duty Free-თან  ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free, რომელიც თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო. კომპანია ATU DUTY FREE-ს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობისა და ოპერირების მიმართულებით. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ მილიონი ევრო შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი აეროპორტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვისაც,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში-მ ATU DUTY FREE 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 1 მილიონ ევროს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე  ორ ნაწილად არის დაყოფილი: კონცეპტუალურად  ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს.