იტალიის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ განაცხადა, რომ დაიწყო ავიაკომპანიების შესწავლა სიცილიაში და უკან ფრენების ფასებთან შესაძლო შეთქმულებასთან დაკავშირებით. იმ ავიაკომპანიებს შორის, რომელთა საქმიანობასაც მარეგულირებელი შეისწავლის არის Ryanair, Wizz Air და easyJet-ი
მარეგულირებლის ყოველკვირეული ბიულეტენის მიხედვით, გამოძიება მოჰყვა მომხმარებელთა ჯგუფის Codacons-ის საჩივარს. რომლის მიხედვითაც მომხმარებლები ამ ავიაკომპანიებს ადანაშაულებს  “კონკრეტულ შეთანხმებაში” საშობაო არდადეგების დროს სიცილიაში და უკან შიდა ფრენებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით.
საჩივარი ასევე მიმართულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ITA Airways-ის წინააღმდეგ, რომელიც  ავიაკომპანია Alitalia-ს ბაზაზე ჩამოყალიბდა.
ავიაბილეთის ფასი სიცილიაში აქტუალური თემაა, რადგან ჩრდილოეთ ან ცენტრალურ იტალიაში მცხოვრებ და მომუშავე ბევრ ადგილობრივს, ჩვეულებრივ, სურს კუნძულზე დაბრუნება და შობა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროს.
ანტიმონოპოლიურ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 2023 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.