მალე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 1200 მგზავრის გატარებას შეძლებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა თამარ არჩუაძემ აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გააკეთა. გიორგი გახარია დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
“დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები ე.წ. უნიკალური მწვანე გადახურვით. დასრულდა ასევე, ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად ვაგრძელებთ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო იყო შეწყვეტილი. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთება დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, 4 სართულიანი აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო.
პარალელურად, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის”, განმარტავს თამარ არჩუაძე.
აეროპორტში სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დაკვეთით სამშენებლო კომპანია “ანაგმა“ განახორციელა. შპს “ანაგის” მიერ ასევე, დასრულებულია აეროპორტის შიდა ტიხრების და მოჭიმული იატაკის მოწყობის სამუშაოებიც. პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები.
ამ დროისათვის, შპს “თბილი სახლის” მიერ საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია და მიმდინარეობს დარჩენილი სამუშაოების და უშუალოდ დანადგარების მონტაჟი.
ცნობისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის.
აეროპორტის ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
აღსანიშნავია,
რომ COVID-19-ის პანდემიამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები
31 მიმართულებით
ხორციელდებოდა. რეგულარული
რეისების
რაოდენობა
კვირაში
70-ს
აღწევდა.
შეგახსენებთ,
რომ
საქართველო 1-ლი ივლისიდან
საერთაშორისო
ტურისტებს
და
შესაბამისად
საერთაორისო რეგულარული ფრენების აღდგენას ელოდება.