ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი 7 წლისაა. ეს დღე აეროპორტის თანამშრომლებმა შვილებთან ერთად აღნიშნეს. პატარებმა აეროპორტი დაათვალიერეს და თითოეული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნენ.

 7 წლის განმავლობაში აეროპორტი 2 მილიონ ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ევროპის 30 – ზე მეტი მიმართულებით სრულდება.