ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის, საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრი გულის შეტევით დაიღუპა.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.