ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ალკოჰოლური სასმელების პირველი მაღაზია გაიხსნა.

“ალკორიუმი” დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზის საერთო სივრცეში მდებარეობს. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებს შორის ქუთაისის აეროპორტი პირველია, სადაც ალკორიუმის მაღაზია გაიხსნა.

“ალკორიუმი“ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელის განსხვავებულ ფორმატს წარმოადგენს და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისათვის სასმელების ფართო არჩევანს სთავაზობს. სასმელების შეძენა, როგორც გამფრენ, ისე ჩამომფრენ მგზავრებსა და გამცილებლებს შეუძლიათ.