საქართველოს მოქალაქეები სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისას PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღემდე არსებული რეგულაციით, საქართველოს მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოედგინათ ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.