დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთის რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა. აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებული Subway-ის ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. “Fresh Forward” ტიპის დიზაინს წარმოადგენს.
Subway-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, USAID Georgia-ის მისიისა და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობამ მიიღო.

„ჩვენ დღეს გავხსენით საქართველოში მე-8 და იმერეთი რიგით პირველი Subway-ს ფილიალი. მოხარულები ვართ, რომ იმერეთში ამ ბრენდის გაფართოება სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იწყება. ეს ადასტურებს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის მგზავრთნაკადის მოზიდვისა და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი არამედ რეგიონი ეკონომიკის შემომტანი და ეკონომიკის განმავითარებელი. მივესალმები იმას, ამერიკული ბრენდი წარმოდგენილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და კიდევ ერთხელ ამ ფაქტის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის, რომ დღეს აეროპორტი ვსტუმრობთ  აშშ-ს სრულუფლებიან ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს. ეს გარდა იმისა, რომ თვითონ ამ ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, არამედ უსვამს ხაზს იმ მჭიდრო თანამშრომლობას რომელიც საქართველოს და საქართველოს აეროპორტებს გაერთიანებას გაგვაჩნია. ვგრძნობთ იმ იმ დიდ მხარდაჭერას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს ავიაციის განვითარებას ეხება. ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ გავცვალოთ ინფორმაციები გავუზიაროთ სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია და გავაცნოთ ის დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, რომელიც უკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას, როგორც ინფრასტრუქტურულს, ასევე ეკონომიკურს და მგზავრნაკადის მხრივ“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამერიკული სწრაფი კვების პირველმა რესტორანმა Subway-მ  საქართველოში ოპერირება 2013 წელს თბილისში დაიწყო. ამჟამად საქართველოში Subway-ის ქსელი 7 რესტორნით არის წარმოდგენილი, აქედან 5 რესტორანი თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი რესტორნის რიგით მე-8 ფილიალი გაიხსნა.
Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლადმომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა.
Subway-ის ქსელის პირველი რესტორანი აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქბრიჯპორტში 1965 წელს გაიხსნა.