ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ავიაპარკში მატებაა. ავიაკომპანიამ უკვე ჩამოიყვანა Boeing 737-800-ი, რომლითაც არსებულ და ახალ სიხშირეებს მოემსახურება.

„ახალი ბორტი იფრენს არსებულ რეისებზე ევროპაში და ასევე ვაპირებთ ბრიუსელის დამატებას“, – აცხადებს ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი. გაიაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს სექტემბრიდან დაიწყებს.

რაც შეხება რუსეთის მიმართულებით ფრენებს ან ახალი მიმართულებების დამატებას, გაიაშვილი ამბობს, რომ მოსკოვის მიმართულებით სიხშირეების დამატებას არ განიხილავს, რადგანაც რეისებზე საკმაოდ დაბალი დატვირთულობაა.

„მოთხოვნა არ არის. მოსკოვის მიმართულებით საშუალო დატვირთულობა 60-70% გვაქვს“, – ამბობს გაიაშვილი.