ქუთაისის აეროპორტისთვის ახალი აღჭურვილობის შეძენა მოხდება.„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 3.496 მლნ ევროს გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. ამ თანხით ბარგის დამუშავებისა და მართვის სისტემის მოწყობა, ასევე შესაბამისი რენტგენული დათვალიერების მოწყობილობის შეძენა მოწყობა მოხდება.
დამატებითი აღჭურვილობის შეძენა ახალი ტერმინალის მშენებლობას უკავშირდება.
ახალი ტერმინალი მშენებლობის დასრულების შემდეგ შეუერთდება არსებულ ტერმინალს და შექმნის ერთიან შენობას. აღნიშნული შენობა გათვლილია ექვსი ერთდროული რეისის გატარებაზე.
მოხდება ბარგის მართვის 2 ერთეული ხაზის შეძენ/მონტაჟი, 2 ერთეული რენტგენული დათვალიერების მოწყობილობის მონტაჟი, 2 ერთეული რენტგენიული სკანერის და აეროპორტის საკუთრებაში არსებული რენტგენული სკანერის ინტეგრაცია ბარგის მართვის სისტემასთან.
წყარო: GBC