ქუთაისიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ვენა დასახელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების განმარტებით, იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, დატვირთულობის მიხედვით, ვენა იყო, შემდეგ კი პრაღა.
საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, ქუთაისიდან დატვირთულობის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5-ს აქვეყნებს, რომელიც ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ TOP-5-ში მოხვედრილ მიმართულებებს ავიაკომპანია Wizz Air ემსახურება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5 % მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა (587,643 მგზავრი). რითაც საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პირველად გახდა.
მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI EUROPE-ს მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.
1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.