ევროპის ავიაბაზარს მალე ახალი მოთამაშე შეემატება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ივნისიდან ოპერირებას შეუდგება დანიური ავიაკომპანია Great Dane Airlines. ავიაკომპანია ქალაქ ოლბორგში იქნება ბაზირებული და ძირითადად ჩარტერულ და ბიზნეს რეისებს მოემსახურება.  ამ მიზნისთვის კი კომპანია თავდაპირველად ორ 118 ადგილიან Embraer-195-ს გამოიყენებს, შემდეგ კი საჰაერო ხომალდების რაოდენობასაც გაზრდის.

ავიაკომპანიამ ჩარტერული ავიარეისების განხორციელება უკვე დაანონსა Bravo Tours-თან თანამშრომლობით.

ცნობილია, რომ ავიაკომპანია რეისებს ოლბორგიდან განახორციელებს დუბლინის, ედინბურგისა და ნიცას მიმართულებით. ხოლო უფრო შორეულ გეგმებზე კი განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ავიაკომპანიამ უკვე დაასაქმა 8 პილოტი და 12 ბორტგამყოლი.