ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრები გაფრენამდე სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში“ გადაიყვანეს. როგორც AvaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” განუცხადეს, ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო, დღეს ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა 23:10 საათზე შესრულდება. მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები ავიაკომპანია Wizz Air-მა უზრუნველყო.
„ისინი ამ დროისთვის, კომფორტული ავტობუსებით, ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებმა სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში“ გადაიყვანეს.
კომპანია Wizz Air- სასტუმროში ორჯერად კვების ხარჯებს თავის თავზე იღებს. გაფრენამდე ორი საათით ადრე ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრებს კვლავ აეროპორტში გადაიყვანენ“, განმარტავენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში”.
აღსანიშნავია, რომ დაგვიანებული რეისის მგზავრებმა სასტუმროში ყოფნის ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელების საშუალებით გაავრცელეს.
მთავარი სიახლეები ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრები გაფრენამდე სასტუმრო “წყალტუბო პლაზაში“ გადაიყვანეს