მთავარი სიახლეები ბანგლადეშში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბანგლადეშში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

158

ბანგლადეშში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა.

ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბანგლადეშის საჰაერო ძალების კუთვნილი სასწავლო თვითმფრინავი ქალაქ ჯესორას მახლობლად მდებარე ბუკბორის ტბასთან ჩამოვარდა და მის ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა.

ქვეყნის პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.