ავია და მატარებლის ონლაინ რეალიზაციის სერვისმა Biletix-მა მსოფლიოს ყველაზე „ცუდი“ ტურისტების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგში რუსი, ჩინელი და ამერიკელი ტურისტები ლიდერობენ.
კითხვაზე „მიიჩნევთ თუ არა რუსებს თავაზიან და ზრდილობიან ტურისტად““, უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 44%-მა გასცა. ხოლო 33%-მა რუსი ტურისტების საქციელს დადებითი შეფასება მისცა.
როგორც lenta.ru წერს, რუსებს უზრდელ ტურისტებად მიიჩნევენ არა მხოლოდ უცხოელები, რამედ დამსვენებელი თანამემამულეები.
ირკვევა, რომ უცხოელებს ძალიან აღიზიანებთ რუსი ტურისტების საქციელი, როდესაც ისინი გარბენით ხტებიან ავზში, ქვიშაში აქრობენ სიგარეტს, ხოლო ჩინელები საუბრობენ ხმამაღლა და ძალიან ნელა გადაადგილდებიან.
ყველაზე ზრდილობიან ტურისტებად კი იაპონელი, ფრანგი და გერმანელი ტურისტები დაასახელეს.
იანვარში ჩატარებული გამოკითხვებით გერმანელების 2/3-მა განაცხადა, რომ მათ ყველაზე მეტად რუსი ტურისტები აღიზიანებთ. ამის მთავარ მიზეზად კი ისინი ხმაურს, უხეშ საქციელს და ალკოჰოლის მოხმარებას ასახელებენ.