მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საავიაციო პლატფორმა „Just Planes” ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ის შესახებ სერიებს ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია “Just Planes” -ს ოფიციალურ გვერდზე “Instagram”-ზე.

„Just Planes”-მა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ის რამდენიმე ფრენა გადაიღო.

„ჩვენ დავბრუნდით თბილისში, რათა მივესალმოთ ავიაკომპანია Georgian Airlines-ს ჩვენს სერიებში! ერთი კვირის განმავლობაში ვიფრენთ Georgian Airlines-ის „ბოინგ 767-300F“-ით 6 რეისზე. ჩვენი პირველი სრული პროგრამა 767 ტიპის ავიახომალდზე!“ – წერს „Just Plane” ოფიციალურ “Instagram” გვერდზე.

„Just Planes” ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საავიაციო პლატფორმაა მრავალმილიონანი აუდიტორიით მთელ მსოფლიოში. „Just Planes”-ის სხვადასხვა პლატფორმა 15 მილიონ გამომწერს აერთიანებს და არხის სერიებს ამ დრომდე 6 მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს.

პლატფორმის მიზანია მაყურებელს შესთავაზოს ავიახომალდის ფრენის შესახებ ამსახველი უნიკალური მასალა პილოტის კაბინიდან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Just Planes (@justplanes_official)