უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, ნოემბრის TOP-5 მიმართულებას ასახელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული მიმართულებების ხუთეულში პირველ ადგილზე თბილისია. მეორე ადგილზე კი შარჯა.
SkyUp Airlines-თვის TOP-5 პოპულარული მიმართულება ასე გამოიყურება:
თბილისი,
შარჯა,
პრაღა,
პარიზი,
ბარსელონა.
აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ი ნოემბერში 173 209 მგზავრს მოემსახურა და 1 105 რეისი განახორციელა, საიდანაც 532 რეისი იყო ჩარტერული, ხოლო 553 რეისი რეგულარული. SkyUp Airlines-ში აცხადებენ, რომ ნოემბერში განხორციელებული რეისების 67.5%-ი განხორციელდა დროის სრული სიზუსტით ან მაქსიმუმ 15 წუთიანი დაგვიანებით.
იანვარ-ნოემბერში SkyUp Airlines-ი 1 542 276 მგზავრს მოემსახურა.