კომპანია IPM-ი 2018 წელს ქართულ მედია სივრცეში, ყველაზე ხშირად გაშუქებული ეკონომიკური სფეროების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. IPM-Research-ის მიერ შედგენილი ანალიტიკური ინფორმაციის მიხედვით, ავიაცია 2018 წელს გაშუქებული ეკონომიკური სფეროებიდან მეხუთე პოზიციაზეა და მთლიან გაშუქებაში 3%-ის იკავებს.
IPM-Research-ის მიერ შედგენილი სტატისტიკური ინფორმაცია მთლიანობაში 20 ინდუსტრიას აერთიანებს, რომელიც 2018 წელს მედიაში ყველაზე ხშირად მოხვდნენ, რადგანაც საზოგადოებაში ამ სფეროების მიმართ იყო ინტერესი.
ფინანსური სექტორი, ტრადიციულად, წლის ყველაზე აქტიური ინდუსტრიაა, მედია სივრცეში და მოწინავე 20 სექტორს შორის, გამოვლინებების 44%-იანი წილით ლიდერობს. მეორე ადგილს „მშენებლობის“ სფერო იკავებს.“ფინანსური სექტორის მთავარი მოთამაშე, მედია გაშუქებების სიხშირის თვალსაზრისით, კვლავაც „თიბისი ბანკია“. მშენებლობის სექტორის მთავარი მოთამაშე გახლავთ კომპანია „ემ კვადრატი“. ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შორის კი „რედისონი“ ლიდერობს. მე-4 ადგილი, ყველაზე აქტიურ სექტორებს შორის, გაიყო „კვების პროდუქტებსა“ და „ავტოს“ შორის”, განმარტავენ IPM-ში.
მეხუთე ადგილზეა ასევე ორი სექტორი: „ალკოჰოლი“ და „ავიაცია“.