ყველაზე გრძელ ფრთებიანი თვითმფრინავი იყიდება. ორი ფუზელაჟის მქონე და მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრთების მქონე თვითმფრინავი Stratolaunch-ი 400 მლნ დოლარად იყიდება. ჰოლდინგური კომპანია Vulcan-ი, რომელიც გარდაცვლილი მილიარდელისა და პროექტ Stratolaunch-ის ინიციატორის პოლ ალენის საკუთრება იყო, დაინტერესებულია რომ Stratolaunch-ი გაყიდოს.
400 მლნ დოლარი ეს არა მხოლოდ თვითმფრინავის ფლობის უფლება, არამედ მასზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებაც.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის ფრთები 117 მეტრია, რაც არსებულ საჰაერო ხომალდებთან შედარებით გრძელია.
თვითმფრინავს საათში 853 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება და გიგანტის მართვას 3 მფრინავი განახორციელებს.
Stratolaunch-ის ამოცანაა სტრატოსფეროში გაიყვანოს რაკეტა-გადამყვანი, რომელიც 6100 კგ-ს იწონის. რაც შეეხება თავად თვითმფრინავის წონას, ის – 600 ათას ტონას შეადგენს, ხოლო ფრენის დიაპაზონი კი 1500 კმ-ს.