უკრაინის მოქალაქე ილონა ზაიკა საქართველოს სამთო კურორტებზე დასასვენებლად მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ილონა ზაიკა ამბობს, რომ 24 თებერვალს მოულოდნელად სამშობლოდან საშინელი ცნობა მიიღეს. ომის გამო უკრაინაში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ, მეგობარმა სახელმწიფომ კი ისინი უფასო საცხოვრებლით უზრუნველყო და ყველანაირი პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
“ტურიზმის ადმინისტრაციამ უდიდესი დახმარება გაგვიწია. უზრუნველგვყო საცხოვრებლით, ჩვენ ფაქტიურად ფულის გარეშე, ელემეტარული შესაძლებლობების გარეშე და ჩვენი ახლობლების დახემარების გარეშე დავრჩით. საქართველოს თანადგომა ძალიან გვეხმარება. დიდად მადლობლები ვართ. “- ამბობს უკრაინელი ტურისტი ილონა ზაიკა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.