თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე Facebook-ის პირად გვერდზე დაცარიელებული თბილისის აეროპორტის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ღია სივრცეში სამუშაო თათბირი გამართა. ფოტოები 23-24 მარტსაა გადაღებული. როგორც თეა ზაქარაძე წერს, COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, აეროპორტის თანამშრომლები მორიგეობით მუშაობენ. 

“დღეში 1ან 2 სამგზავრო რეისი, დღეს 1 რეისია მხოლოდ საბერძნეთიდან, გუშინ იყო 2. ასევე 8 კარგო და ტექნიკური რეისი, ჯამში 9.

თათბირი გაშლილ სივრცეში, დისტანციის დაცვით. ჩემი ოქროს გოგოები მუშაობენ. მუშაობა მორიგეობით, სიფრთხილით. ჯამში დღეს აეროპორტში 91 კაცი მუშაობს თქვენთვის. + დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, საბაჟო. ყველაფერი კარგად იქნება”, წერს ზაქარაძე. 

23.03.2020 / 24.03.2020 ჩვენი აეროპორტი❤️ დღეში 1ან 2 სამგზავრო რეისი, დღეს 1 რეისია მხოლოდ საბერძნეთიდან, გუშინ იყო 2. …

Posted by Tea Zakaradze on სამშაბათი, 24 მარტი, 2020